მთავარი გვერდი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საინფორმაციო პორტალზე, რომელიც განკუთვნილია ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და დამხმარე ტექნოლოგიების შესახებ უსინათლო და მცირე მხედველი პირებისთვის გასაცნობად.
არავისთვისაა საიდუმლო, ის, თუ რა მასშტაბით შემოვიდა ინტერნეტი და მასთან დაკავშირებული საშუალებები ჩვენს ცხოვრებაში, და ისიც, თუ როგორი მნიშვნელოვანია ამ საშუალებების გამოყენება უსინათლო პირებისთვის დღესდღეისობით.
სწორედ ამიტომ გადაწყდა შექმნილიყო პროექტი, სადაც ერთად იქნებოდა თავმოყრილი ყველაფერი, რაც გაუადვილებდა უსინათლო მომხმარებელს ამ საშუალებების ათვისებას.
აქ წარმოდგენილია სტატიები, სასწავლო ან/და სხვა დაკავშირებული თემები, თუ რა თანამედროვე ტექნიკური საშუალებები არსებობს უსინათლო და მცირე მხედველი პირების დასახმარებლად, იმისათვის, რომ გაეცნოს სხვადასხვა თანამედროვე აპლიკაციას/ოპერაციულ სისტემას და წარმატებით გამოიყენოს ისინი ყოველდღიურ საქმიანობაში.